გერმანიაში, შესაძლოა უფასო კოვიდტესტები გააუქმონ

გერმანიაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, უფასო კოვიდტესტები შესაძლოა, გააუქმონ, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა.

”აშკარა ხდება, რომ ტესტები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეეძლოთ აცრა, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აღარ იქნება უფასო,”- თქვა მან.

მანამდე სპანმა ბუნდესტაგის პროფილური კომიტეტის წევრებთან გამართა შეხვედრა.

გერმანიაში, 8 მარტიდან ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კვირაში ერთხელ ანტიგენზე კოვიდტესტი უფასოდ ჩაიტაროს.​ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი აუცილებელია რესტორნებისა და კაფეების (დახურული ადგილები) და სხვა დაწესებულებების მონახულებისთვის. აცრილი პირები, ასევე გამოჯანმრთელებულ მოქალაქეებს ტესტისგან თავისუფალი არიან.

გაზეთის Rheinische Post- ის მონაცემით, სოციალური დაზღვევის სააგენტომ წელს უფასო ტესტირებისთვის თითქმის 3.7 მილიარდი ევრო გადაიხადა.

გერმანიის მოქალაქეთა 53.6% (44.6 მლნ) უკვე აცრილია, 62.1% (51.6 მლნ) ვაქცინის ერთი დოზა აქვს გაკეთებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები