ცნობილი ქართველი მხატვარი – დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა
90 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი – დიმიტრი ერისთავი (1931 – 2021). ინფორმაციას ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მხატვრის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.
„მე არ მიყვარს რაღაცების გამოგონება, რასაც დავინახავ, ავსახავ და ფსიქოლოგიურად მაინც რაღაც აქცენტს გავუკეთებ ხოლმე. ფერმწერს აქვს ძლიერი იარაღი – ფერი. როგორც ედმონდის (კალანდაძის) ფერწერა… ფერით შეიძლება სამყაროს შექმნა. ჩვენ, გრაფიკოსებს კი არ გვაქვს ასეთი ძლიერი იარაღი“. – დიმიტრი ერისთავი.
დიმიტრი ერისთავი – „იების გამყიდველი“. 1965. ქაღალდი, ფანქარი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.