“დასავლეთმა ჯერ კოსოვოს აღიარებაზე უნდა თქვას უარი” – პუშკოვი დასავლეთის ქვეყნებს პასუხობს

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი დასავლეთის ქვეყნების მოწოდებას გამოეხმაურა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების შესახებ.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, “ამ მოწოდებების ნაცვლად, დასავლეთმა კოსოვოს აღიარებისგან უნდა თქვას უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიყურება არა როგორც პრინციპი, არამედ საქართველოს სახით გეოპოლიტიკური კლიენტის დაცვა. ასე არ გამოვა”.

აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ირლანდია, ესტონეთი და ალბანეთი რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივი განცხადება გაერო-ში, 2008 წლის მოვლენებიდან 13 წლისთავთან დაკავშირებით გაკეთდა.

“დღეს ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები და უსაფრთხოების ძალები და ასევე გადახედოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამ ქვეყნების წარმომადგენლებმა დოკუმენტში ასევე დაგმეს რუსეთის ყოფნა ორივე ე.წ. რესპუბლიკაში და მოსკოვი დაადანაშაულეს ქმედებებში, რომელიც მიზნად ისახავს მათი ტერიტორიების ანექსიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები