გია ყანჩელის დაბადების დღეს ბათუმში კონცერტი გაიმართება
10 აგვისტო გია ყანჩელის დაბადების დღეა.
ორგანიზატორების ინორმაციით, „კონცეპტAr“t-ის მოძრავი ფესტივალი „CA Goes To“ ამ თარიღს იმ მუსიკოსებთან ერთად აღნიშნავს, ვისთანაც მაესტროს დიდი მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა.
გია ყანჩელის მელოდიებს შეასრულებენ: ლიზა ბაგრატიონი, ქეთევან ქართველიშვილი, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე.
მაესტროს ცნობილ პიესებს პროექტიდან „წერილები მეგობრებს” მაყურებელი გიორგი ცაგარელისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით მოისმენს.
სპეციალური სტუმარი – ბექა გოჩიაშვილი; დირიჟორი და პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი.
ფესტივალი ბათუმის მერიის პატრონაჟით ხორციელდება. გენერალური პარტნიორი – „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“.