საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსი ცხადდება

CENN, პროექტის – „ციფრული კავკასია“, ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია (GNTA), Mytravel-თან, Georgian Travel Guide-თან და Arealy • არეალთან პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის სექტორში მოღვაწე ქალი მეწარმეებისთვის კონკურსს აცხადებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაწილეებს აპლიკაციების შევსება შემდეგ ნომინაციებში შეუძლიათ: საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი; საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი; საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება.

„პირველ ნომინაციაში – „საუკეთესო მწვანე ტურისტული ბიზნესი“, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც CENN გადასცემს ფულად პრიზებს 400$, 300$ და 200$-ის ოდენობით. გარდა ამისა, კომპანია Arealy • არეალი გამოავლენს თავის რჩეულ განთავსების ობიექტს, რომელსაც გადასცემს მომსახურების 6-თვიან პაკეტს, რომელშიც შედის ადმინისტრაციული და ჯავშნების მართვის მოდული და ვებგევრდის შექმნა (6-თვიანი უფასო მომსახურებით).

მეორე ნომინაციაში – „საუკეთესო ინსტაგენური ტურისტული განთავსების ობიექტი“ გამარჯვებულ ობიექტს Mytravel გადასცემს საპრომოციო პაკეტს, რომელშიც შევა ობიექტის ფოტო-ვიდეო და დრონით გადაღება, მარკეტინგული კომუნიკაცია ციფრულ არხებსა და გამარჯვებულ ობიექტში ორდღიანი განთავსების გათამაშება, რომლის დაფინანსებასაც Mytravel უზრუნველყოფს.

მესამე ნომინაციაში „საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული შეთავაზება“ გამარჯვებულ ბიზნესს Georgian Travel Guide დაეხმარება ტურისტული პროდუქტის მარკეტინგულ შეფუთვასა და ციფრულ არხებში განთავსებაში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2021 წლის 20 აგვისტომდე: https://forms.gle/MGLcSMA3a3xBcytm6

ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში“, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები