ნიგერიაში თავდასხმას სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა
ნიგერიის შტატ კადუნაში 4 სოფელზე, გვიან ღამით, დაუდგენელი შეიარაღებული პირების მხრიდან თავდასხმა მოხდა.
Daily Post-ის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე 68 ადამიანია დაღუპული, გადამწვარია 63 სახლი და სოფლის სავარგულების 68 ჰექტარი.
სხვა დეტალები უცნობია.