ბანგლადეშში ქორწილში მეხის დაცემამ 16 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავდა ნეფეც

ბანგლადეშის ჩრდილოეთით ქორწილში მყოფი სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა.

Daily Bangladesh-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მეხის დაცემა გახდა.

აღინიშნება, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სტუმრები ნავით მდინარე პადმაზე გადაადგილდებოდნენ.

პოლიციის ცნობით, სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ნეფეც, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ხელისუფლება არ გამორიცხავს, ​​რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება, გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები