ათენის მახლობლად უკვე მეორე დღეა ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი მეხანძრე ებრძოდა სტიქიას, თუმცა ხანძრის კერების კონტროლზე აყვანა კვლავ ვერ მოხერხდა.
ხანძარი ქალაქ კრიონერის უახლოვდება და ტატოის სამეფო რეზიდენციისკენ ვრცელდება, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია შეყვანილი.
გამთენიისას ქრობის პროცესში 5 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი ჩაერთო, ასევე მობილიზებულია არმია, პოლიცია, მუნიციპალური მუშაკები და ათობით მოხალისე.
როგორც ქალაქ ახარნესის მერმა თქვა, ნგრევის მასშტაბების აღრიცხვა ჯერ შეუძლებელია, განადგურებულია ფიჭვის ტყის ათობით ჰექტარი, მთლიანად დამწვარია ათობით სახლი.
საბერძნეთის ჩრდილოეთით გუშინ ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, +47,1 გრადუსი.