სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “კვირას” ლაგოდეხის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა სამუშაოები მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
“სააღმზრდელო დაწესებულება, 50 ბავშვზეა გათვლილი, შენობასთან ერთად, მოწესრიგდება ეზო და დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღი სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 499 999 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.