ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 3 პაციენტი ემსხვერპლა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს სამი ადამიანი ემსხვერპლა, სულ პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 316-ე ლეტალური შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსი კიდევ 141 ადამიანს დაუდასტურდა, სულ 22 368 დადასტურებული შემთხვევაა.

ამჟამად, გუდაუთის საავადმყოფოში 184 ადამიანი იმყოფება, მათგან 46-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი მკურნალობს, 18 მძიმეა; ოჩამჩირეში 24; გაგრაში 47, მათგან 8 პირის მდგომარეობა მძიმეა; ტყვარჩელში 15 კოვიდპაციენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები