ოლიმპიურ თამაშებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 300-ზე მეტია

ტოკიოში ოლიმპიურ თამაშებზე, ბოლო ერთ დღეში, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოვიდ19 კიდევ 29 ადამიანს დაუდასტურდა, ჯამში კი დაავადებულთა რიცხვი 322-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ “ტოკიო-2020”-ის საორგანიზაციო კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი.

ახალ ინფიცირებულებს შორის ოთხი სპორტსმენია.

ამასთან, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 31 აგვისტომდე გაახანგრძლივეს.

რეჟიმი ითვალისწინებს ალკოჰოლის გაყიდვისა და მასობრივ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების აკრძალვას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები