ჯანმო: მსოფლიოში, ერთ კვირაში, ვირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში, 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს პერიოდში, კორონავირუსით 4 033 836 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 19-25 ივლისის პერიოდთან შედარებით 3%-ით მეტია.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

ასევე, ბოლო ერთ კვირაში ვირუსისგან 64 216 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 19-25 ივლისთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს 4 219 578 ადამიანი შეეწირა.

აღინიშნება, რომ დაავადების მზარდი მაჩვენებელი ბოლო ერთ კვირაში დაფიქსირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 37%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 33%-ით.

ამავე დროს, კლება დაფიქსირდა ევროპაში 9%-ით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში 3%-ით და ასევე აფრიკაში 1%-ით.

სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლეთ-წყნარი ოკეანეს რეგიონში 48%-ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 31%-ით. ამავდროულად, დაღუპულთა რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირება აღინიშნა სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში 29%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები