Reuters: ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ აფეთქება მოხდა
ქაბულის ე.წ. „მწვანე ზონაში“ მძლავრი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, „მწვანე ზონაში“, სადაც სამთავრობო უწყებები და საელჩოებია განთავსებული, მძლავრი აფეთქების შემდეგ სროლა იყო.
ავღანეთის ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7 დაშავდა. უშიშროების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, მანქანის აფეთქებამ გამოიწვია, ხოლო სამიზნე პარლამენტის წევრის რეზიდენცია იყო.