რობერტ სტურუა: კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ

ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ, – ამის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ განაცხადა.

„მე მგონია, რომ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები 9 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტს იტაცებდნენ. რატომ არიან ახლა ასეთი გამწარებულები, რატომ იგინებიან უშვერი სიტყვებით? მე მგონია, რომ უნიჭოები არიან.

მიფიქრია, რას ნიშნავს კულტურის მინისტრი. ახლა ძალიან საყვარელი ქალი გვყავს მინისტრად, რაც საშინელ რეაქციას იწვევს ქართველებში. მე ვფიქრობ, რომ კულტურის მინისტრმა უნდა დაუჭიროს მხარი ნიჭიერ ხალხს, უნიჭოებს კი ცოტა დაეხმაროს, რომ არ გაბოროტდნენ. ახლა ეს გაბოროტებული უნიჭო ხალხი გვაწვება ჩვენ“, – აცხადებს სტურუა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები