ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

„არასდროს არავის შევხებივარ შეუსაბამოდ. ეს არ არის ის, ვინც მე ვარ და არც ის, ვინც ოდესმე ვყოფილვარ“, – განაცხადა ენდრიუ კუომომ.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის თქმით, წარმოჩენილი ფაქტები ძალიან განსხვავდება რეალობისგან..

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ხუთთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო სექსუალურად ავიწროებდა ქალებს და ფედერალურ და შტატის კანონებს არღვევდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები