სახელმწიფო მინისტრი: აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან ორიენტირებული, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული, დეპოლიტიზირებული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივ და ჰუმანიტარულ მდგომარეობას გააუმჯობესებს

„შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ყოველი მიმართულების განვითარება წარმოუდგენელია აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგის გარეშე, რაც ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია და რასაც ვაჭრობის, განათლების, ჯანდაცვის თუ სხვა სექტორებში პოზიტიური თანამშრომლობის შედეგებიც მოწმობს“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თემით, დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურება და არაფორმალური თანამშრომლობის გაფართოება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად რჩება.

„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების იზოლაციისა და ანექსიისკენ მიმართულ ინტენსიურ ქმედებებს. გარდა ამისა, ჩვენი ძალისხმევა, იქნება ეს ნდობის მშენებლობა, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მიზანმიმართული პროგრამების განხორციელება, თუ საერთაშორისო ჩართულობის ხელშეწყობა, მიზნად ისახავს სწორედ სახალხო დიპლომატიის და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ ახალი იმპულსი მივცეთ შედეგზე ორიენტირებულ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ, დეპოლიტიზირებულ დიალოგს და კიდევ უფრო გავააქტიუროთ დარგობრივი და პროფესიული თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის უფლებრივდა ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები