ანტალიაში ტყის ხანძარი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება – ხალხი ევაკუირებულია

თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციის გუნდოღმუშის რაიონში ტყის ხანძრებს 24-სათიან რეჟიმში ებრძვიან.

Anadolu-ს ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარიც უწყობს, რელიეფის სირთულის გამო კი, მისი ქრობა გართულებულია.

ჰაერის მაღალი ტემპერატურის, დაბალი ტენიანობის და ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ემუქრება არა მხოლოდ ორთაკონუშუს, არამედ ახლომდებარე დასახლებებს ჩარიზეზუს, სენირის, ნარაგაძის, ბალყაიას და უმუთლუს.

ცეცხლის მოახლოებასთან ერთად, გუნდოღმუშის რაიონში ხალხია ევაკუირებული.

ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები