3 აგვისტო თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა
3 აგვისტოს ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდა თენგიზ არჩვაძე 89 წლისა გახდა.
დაიბადა თბილისში, 1932 წელს. 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან – კვლავ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.
პირველი როლი, ფილმში „ერთი ცის ქვეშ“, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი – ფილმში „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ – 2003 წელს. სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
თენგიზ არჩვაძე არის საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რუსთავის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი.
კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ გახსნილია მსახიობის ვარსკვლავი. 2017 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.