“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ქართულმა ოცნებამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა.

კალაძის თქმით, თბილისს სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. შესაბამისად, კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:

ვაკე – გიორგი ტყემალაძე

მთაწმინდა – ზურაბ აბაშიძე

სამგორი – რევაზ სოხაძე

ისანი – კახა ლაბუჩიძე

კრწანისი – ლევან ჯაფარიძე

ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე

გლდანი – კონსტანტინე ზარნაძე

დიდუბე – გივი ჩხარტიშვილი

საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე

ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და იზრუნებს იმ მიზნის განხორციელებაზე, რომელიც მეტ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ყველა უბანს.

“ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, გავიმარჯვებთ უკეთესი თბილისისთვის, მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”, – განაცხადა კახა კალაძემ წარდგენის დასასრულს.

წარდგენას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები