„სველი ქვიშის“ მსოფლიოს პრემიერა – ლოკარნოს კინოფესტივალზე

11 აგვისტოს ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშის“ მსოფლიოს პრემიერა გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმს უჩვენებენ 11:30 საათზე, კინოთეატრში Pala Cinema 1-ში.
ფილმი ქართულ-შვედური კოპროდუქციაა. ფილმის სიუჟეტი შავი ზღვისპირა სოფელში ვითარდება, ახალგაზრდა ქალი, მოე,  ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ, მისი ძველი სიყვარულის ისტორიისა და ტყუილების ჯაჭვს შორის მოექცევა.
მთავარ როლებს ბებე სესიტაშვილი, გია აგუმავა, მეგი კობალაძე, კახა კობალაძე, გიორგი წერეთელი, ეკა ჩავლეიშვილი და ზაალ გოგუაძე ასრულებენ. სცენარის ავტორები ელენე  და სანდრო ნავერიანები არიან, მთავარი ოპერატორი კი – აგნეშ პაზკოდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები