ლევან ნიკოლეიშვილი: არც ისე შორსაა არჩევნები და კვლევები კი არა ამომრჩეველი დადებს ნამდვილ სურათსაც და შედეგს

არც ისე შორსაა არჩევნები და კვლევები კი არა ამომრჩეველი დადებს ნამდვილ სურათსაც და შედეგს, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, გამოდის, რომ საქართველოში რეალურად ორი-სამი პოლიტიკური ძალაა, დანარჩენები კი 1 თუ 3 % რაღაც დანამატები არიან.

,,დღეს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის „(IRI) ახალი კვლევები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას. არც დავას ვაპირებ და არც დისკუსიას ამ საკითხზე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, არც ისე შორსაა არჩევნები და კვლევები კი არა ამომრჩეველი დადებს ნამდვილ სურათსაც და შედეგს!

აი, იმ ადამიანების და განსაკუთრებით ოპოზიციის პარტტელევიზიებს, ვისაც ეს პროცენტები მოეწონათ, აქვე მინდა ვკითხო, თუ ამ კვლევებს ენდობით ე.ი. ასევე გჯერათ დანარჩენი პარტიების რეიტინგებისაც! და თუ ასე, ნახეთ რამდენი პროცენტი აქვთ ყველაზე ამბიციურებს, თქვენს მუდმივ რესპონდენტებს და ფაქტიურად პოლიტიკურ სპექტრად შერაცხულებს-“შრომის პარტია – შალვა ნათელაშვილი” -3%; “გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე” – 2%; “სტრატეგია აღმაშენებელი” – გიორგი ვაშაძე – 2%; “ლელო – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე” – 2%, “პატრიოტთა ალიანსი” – 2%; “მოქალაქეები” – 2%; “ერი- ლევან ვასაძე” – 1%; “ევროპული საქართველო – გიგა ბოკერია” – 1%; “ხალხისთვის – ანა დოლიძე” – 1%; “დროა” – ელენე ხოშტარია 1 %; “გირჩი” – 1%; სხვა პარტიები – 1%.

ანუ რა გამოდის, საქართველოში რეალურად ორი-სამი პოლიტიკური ძალაა, დანარჩენები კი 1 თუ 3 % რაღაც დანამატები არიან და რაც არ უნდა გაიჭიმონ თუ სხვა ძლიერ პარტიას არ შეეკვრნენ(ან მიეტმასნენ) ფაქტიურად არაფერს არ წარმოადგენენ !
ხოდა, ახლა ამ 1 თუ 3 % პარტიებს, თუ მაგრად არ ეხამუშებათ ( არ სრცხვენიათ, არ უტყდებათ და ასე შემდეგ) თვითონ გადაწყვიტონ პოლიტიკური პარტიები არიან, დანამატები, თუ უბრალოდ პოლიტიკაში ბედის ირონიით თუ უკუღმართობით მოხვედრილები!

ან მარტივად, განაცხადონ რომ არ სჯერათ ასეთი კვლევების და უბრალოდ არჩევნებზე ხალხის ნებას დაელოდონ-ისინი კი უტყუარად დებენ ხოლმე შესაბამის პროცენტებს,”- წერს ნიკოლეიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები