შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის და შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვების მოწყობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის და შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვების მოწყობა.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ამ დისკუსიაში შევდივართ შედეგის წინასწარ განჭვრეტისა თუ დათქმის გარეშე და მზად ვართ ამ დისკუსიისთვის. სწორედ ეს არის კონსტიტუციური ჩარჩო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა იყოს განხილვის, დისკუსიის, შეჯერების შედეგი და არა წინასწარ ცნობილი შედეგებით განხილვების მოწყობა. ამიტომ არგუმენტები და მსჯელობის შედეგი რაც იქნება, რასაც ჩავთვლით ყველა, რომ იქნება რაციონალური, მათ შორის, საყოველთაო სახალხო განხილვის შედეგად, ეს იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგი. უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული შედეგები არ იქნება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.