ვახტანგ მეგრელიშვილი: პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, თუ როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება

პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, თუ როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა დააიგნორა, ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ ოპოზიციას მასთან კი არ ჰქონდა კონტრაქტი, არამედ შუამავლებთან – ევროკავშირთან და აშშ-სთან.

„პრეზიდენტთან საუბარი გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მას აინტერესებდა, თუ როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება. მოვუყევი თუ რას ნიშნავს ჩვენთვის, „გირჩელებისთვის“ ეს გადაწყვეტილება და მგონია, საინტერესო იყო სალომე ზურაბიშვილისთვის.

ვინაიდან არ გვქონდა არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენდობოდით, ამ ადამიანებმა შეასრულეს ეს როლი. დღეს ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ უმცირესობა, ის ათი პროცენტი დაგვაიგნორა, ამავე დროს არ გაითვალისწინა, რომ მე მასთან კი არ მქონდა კონტრაქტი, მე მქონდა შუამავლებთან – ევროკავშირთან და აშშ-სთან. გვკითხა ქალბატონმა სალომემ, როგორი დამოკიდებულება გვქონდა არჩევნებთან დაკავშირებით და ვუთხარი, რომ სრულად განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა, ვიდრე კობახიძის ეს განცხადება იქნებოდა. როგორც მე შევამჩნიე ამ საუბრებში, პრეზიდენტი თავად ყალიბდება საკუთარ პოზიციაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები