იაგო ხვიჩია: ცესკო-ს თავმჯდომარედ ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ

“ცესკო-ს თავმჯდომარედ ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე”, – განუცხადა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი დააყენა.

„ცესკო-ს თავმჯდომარე კონსენსუსით არ შევარჩიეთ და „ქართულმა ოცნებამ“ თავიდანვე გადაწყვიტა, რომ ეს მარტო უნდა გაეკეთებინა. შესაბამისად, ვერავის გარანტია ვერ ვიქნებით, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შარში არ აღმოვჩნდეთ, როგორც 31 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, კანდიდატები კონსენსუსით შევარჩიოთო. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანდიდატი დააყენა და თავხედურად ისე „აწვებოდა“, რომ არავის თანხმობა არ სჭირდებოდა. რეპუტაცია შეულახეს ამ ადამიანებს, ვინც ასარჩევია ექვსი თვის ვადით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები