ანრი ოხანაშვილი: სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა
სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დაეყენებინათ, თუმცა სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დეპოლარიზაციისთვის არაფერი გააკეთეს.
“შემდგომშიც და სამომავლოდაც ჩვენ გამოვრიცხავთ ასეთი ტიპის შეთანხმებებში შესვლას, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებიდან გაყვანას, ვინაიდან ფაქტია და დავრწმუნდით, რომ ამან არაფერი კარგი არ მოიტანა, პირიქით უფრო გააღვივა პოლარიზაცია,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს 19 აპრილს მოეწერა ხელი, 28 ივლისს კი “ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება მიიღო.