„ჩრდილში იდგა, და თუ რამეს იტყოდა, სხვათა კეთილ საქმეებზე“…

მწერალი გონერ ჭეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალ „განთიადის” მთავარი რედაქტორი, პოეტი და პროზაიკოსი ავთანდილ ყურაშვილი წერს ფეისბუქგვერდზე:
„სტუდენტობის წლებიდან მოკიდებული დღემდე ერთად მოვაღწიეთ,გულწრფელი, უანგარო მეგობრობის გრძნობა გვაკავშირებდა,სიძედაც მეკუთვნოდა – ლეჩხუმელი ირემაძის ანგელოზივით ქალი ჰყავდა ცოლად, უღლად ბიჭებიც გაუჩინა ნათელდამდგარმა…
დიდებული რომანები დაგვიწერა, უფრო დიდებული მოთხრობებიც გამოვიდა მისი ხელიდან…
არ უყვარდა წინ წამოტენტრება, გულზე ხელის ბრაგუნი, ჩრდილში იდგა და თუ რამეს იტყოდა, სხვათა კეთილ საქმეებზე, სხვათა საჩინო მოღვაწეობაზე ჩამოგდებდა სიტყვას…
ქართული ლიტერატურისათვის სამ დიდებულ ჭეიშვილს – ალექსანდრეს, სერგოს, რეზოს მეოთხედ იგიც შეუერთდა ზეციურ საქართველოში…
ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს…
ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს მკითხველებს, ქვეყანას“, – წერს ავთანდილ ყურაშვილი.
დაკრძალვა ქუთაისში,  3 აგვისტოს, სამშაბათს, გამოსვენება ბალახვნის ხიდთან არსებული ეკლესიიდან.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები