საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი

 

საქართველოში კორონავირუსის 1 655 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 286 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 661 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 041, „პისიარ“ ტესტით – 10 620.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,68%, ბოლო შვიდი დღის – 7,68%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები