რესან კონცელიძე: ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – ჩვენი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პროფესიონალებს
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – ჩვენი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პროფესიონალებს, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” წევრი რესან კონცელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რაც ამ თანამშრომლობის ყოველდღიურ ხასიათში ვლინდება.
,,2015 წლის 1 აგვისტოს შეიქმნა დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის მისიაა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, რომელიც ხელმძღვანელობს სახელმწიფოსა და მისი თითოეული მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით და დღემდე პირნათლად ასრულებს მის ფუნქციებს და მოვალეობებს. სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რაც ამ თანამშრომლობის ყოველდღიურ ხასიათში ვლინდება. ჩვენი მხრიდან, სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას აქვს სრული მხარდაჭერა.
ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ სამსახურის თითოეულ თანამშრომელს – ჩვენი სამშობლოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართულ პროფესიონალებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ სამსახურის ხელმძღვანელობის მიმართ წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობისთვის,”- წერს რესან კონცელიძე.