საბერძნეთის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის სანაპიროსთან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები 04:31 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კუნძულ კოსთან 60 კილომეტრში, ეგეოსის ზღვაში იყო, მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ინფორმაცია შესაძლო დაშავებულებსა და ნგრევის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. ცუნამის საშიშროება არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები