ცოტნე გეგეჭკორი: ვგმობ საკუთარი ქვეყნის ძალით გაშავების ტენდენციას, სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვამტკიცოთ, როგორი საშინელი ქვეყანა ვართ
სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვამტკიცოთ როგორი საშინელი ქვეყანა ვართ, რა ხალხი ვართ ეს, არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს და ათასი უბედურება, – ამის შესახებ ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვიდრე რამის განზოგადებას დავიწყებთ, კარგად დავაკვირდეთ, კარგად გავაანალოზოთ და თუ მართლა ასე მძიმედაა საქმე, ერთად ვეძებოთ გამოსავალი.
,,ვერ გავიზიარებ კი არა საერთოდ ვგმობ ამ ზღვარგადასულ პესიმიზმსა და საკუთარი ქვეყნის ძალით გაშავების ტენდენციას. 1 კვირის წინ ,,ფორბს ამერიკას” ჟურნალისტს ვკითხე დაცულად გრძნობთ თავს საქართველოში? დამცინა, ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ნიუ იორკში ვცხოვრობო !
რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ვამტკიცოთ როგორი საშინელი ქვეყანა ვართ, რა ხალხი ვართ ეს, არაფრის იმედი აღარ უნდა გქონდეს და ათასი უბედურება…. ამხელა უნდობლობის თესვაც სამართალდამცველების მიმართ არ ემსახურება კეთილ საქმეს, არ წაადგება ეს არავის არცერთ მხარეს თუ არამხარეს. ისევ ჩვენ დაგვაზიანებს ყველას ერთად, ამიტომ ვიდრე რამის განზოგადებას დავიწყებთ, კარგად დავაკვირდეთ, კარგად გავაანალოზოთ და თუ მართლა ასე მძიმედაა საქმე, ერთად ვეძებოთ გამოსავალი.
აქვე :
დანია – 0,98;
ახალი ზელანდია – 0,99,
საქართველო- 0,99;
შვედეთი – 1,08;
გერმანია -1,18;
ფინეთი- 1,42;
ბელგია -1,95;
ესტონეთი – 3,19;
ლიტვა – 5,25;
ეს არის 100 000 მოსახლეზე მკვლელობათა სტატისტიკა. (ფოტოზე ჟურნალისტი რანა გუუდ და მე), “- წერს ცოტნე გეგეჭორი.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.