თენგიზ ცერცვაძე: ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს

ეპიდსიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო. მდგომარეობა რთულია, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია, ამას აქვს თავისი წინაპირობა და მიზეზები, კერძოდ ის, რომ ყველა რეგულაცია მოხსნილია. აქტიური საკურორტო-ტურისტული სეზონია. მობილობა დიდია, მოსახლეობა დარჩენილ რეგულაციებსაც არ ასრულებს კარგად, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ყველანი გავთამამდით და არ ვარიდებთ თავს ხალხმრავალ შეკრებებს. ქორწილები, ჭირისუფლები და ა.შ. ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვა შემთხვევების მატება. საკურორტო ზონები გადატვირთულია, მაშინ როდესაც ვაქცინაციის დონე ჯერ კიდევ დაბალია.

ამჟამად ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია აქვს შექმნილი იმისთვის, რომ საყოველთაო ვაქცინაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩატარდეს. მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა 4 ყველაზე კარგი ვაქცინა, მათ შორისა ​pfizer-იც, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

ზოგი ჯიუტად იჩემებდა, რომ მხოლოდ pfizer-ს გაიკეთებდა და ახლა, როდესაც განუსაზღვრელი რაოდენობით არის ცოტა ჩაცხრა ენთუზიაზმი მის მიმართ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები