მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და „ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის“ ინიციატივით, ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში ექიმების გუნდმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარა.

აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა ადგილზე გაეცნო.

აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევდნენ: უროლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, თერაპევტი, ოფთალმოლოგი, პედიატრი და რადიოლოგი.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. მანამდე კი ადგილობრივები COVID-19-ზე გაიტესტნენ.

ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები