აშშ რუსეთის 182 მოქალაქეს საკუთარი დიპლომატიური მისიებიდან გაათავისუფლებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის 182 მოქალაქეს საკუთარი დიპლომატიური მისიებიდან გაათავისუფლებს – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენტონი ბლინკენმა განუცხადა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიზეზად რუსეთის კანონმდებლობას ასახელებს, რომელიც ადგილობრივი მოქალაქეების სამსახურში აყვანას კრძალავს.

აღნიშნული კანონი რუსეთში აპრილში მიიღეს, რომლის ამოქმედებაც თვის ბოლოდან მოხდება. მანამდე რუსეთში მოქმედი მრავალი საელჩო, საკონსულო და კულტურის ცენტრი ადგილობრივ თანამშრომლებს ასაქმებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები