აქცია-პერფორმანსი იტალიის პარლამენტში – დეპუტატები კოვიდ-სერთიფიკატებს აპროტესტებენ

იტალიაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარტიიდან “იტალიის ძმები”, კოვიდ-სერთიფიკატის წინააღმდეგ პარლამენტში აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციას ხმაური მოჰყვა სხდომათა დარბაზში, მათ გამოსვლას სხვა დეპუტატები „სირცხვილიას“ ძახილით შეხვდნენ.  რის შედეგადაც ოპოზიცონერი დეპუტატები პარლამენტიდან დაცვამ იძულებით გაიყვანა.

დეპუტატებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით – “არა მწვანე სერთიფიკატებს”.

ცნობისთვის, იტალიის პარლამენტმა კოვიდპასპორტების შემოღების შესახებ კანონი უკვე დაამტკიცა და ის ძალაში 6 აგვისტოდან შევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები