უკრაინიდან ის ქართველი “კანონიერი ქურდი” გააძევეს, რომელმაც დეპორტაციისგან თავის ასარიდებლად პასპორტი შეჭამა

66 წლის ქართველი “კანონიერი ქურდი” ავთანდილ კობეშავიძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “ავთო კოპალას” მეტსახელით იცნობენ უკრაინიდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ავთო კოპალას” უკრაინიდან გაძევება და საქართველოში დეპორტირება ჯერ კიდევ 10 ივლისს იგეგმებოდა, თუმცა “კანონიერმა ქურდმა” საქართველოში დეპორტაციის ჩასაშლელად ბორისპოლის აეროპორტში პასპორტი შეჭამა, შესაბამისად ის კიევი-ბათუმის დაგეგმილ რეისზე ვეღარ აიყვანეს.

ავთანდილ კობეშავიძეს რუსეთის მოთხოვნით ინტერპოლი 2019 წლიდან ეძებს. რუსეთში მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები