ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 58 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთით, ნურისტანის პროვინციაში, წყალდიდობის შედეგად 58 ადმაიანი დაირუპა,140 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი Ariana News ავრცელებს.

ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ კამდიშში მდინარე მეხერდისი ადიდდა. ოფიციალური მონაცემებით, თავდაპირველად 40 დაღუპულის შესახებ იყო ცნობილი, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 150 დაღუპულის შესახებაც იტყობინებიან, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. სტიქიური კატასტროფის რაიონში დანგრეულია 150 საცხოვრებელი სახლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები