თურქეთში ისევ ხანძარია – რეგიონები კატასტროფის ზონად გამოცხადდა
თურქეთის პრეზიდენტმა, ტაიპ რეჯეპ ერდოღანმა, ქვეყნის რეგიონები, სადაც ხანძარი მძვინვარებს, კატასტროფის ზონად გამოაცხადა.
„ჩვენს რეგიონებს, რომლებიც ტყის ხანძრის შედეგად დაზიანდა, კატასტროფის ზონად ვაცხადებთ. ჩვენ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რათა ჩვენი ერის იარები განვკურნოთ და ზარალი აღვადგინოთ“,- წერს პრეზიდენტი Telegram-ის საკუთარ გვერდზე.
საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს ინფორმაციით, კატასტროფის ზონად გამოცხადდა პროვინცია ადანა, ანტალია, მუგლა, მერსინი და ოსმანი.
შეგახსენებთ, თურქეთში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარია. ტყეში გაჩენილი ცეცხლის ლოკალიზებას მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ქრობის სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართულია ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.