თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი თქმით, როდესაც, გუშინ საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.