აშშ-ში ამომრჩეველთა უმრავლესობა სავალდებულო ვაქცინაციას მხარს უჭერს

აშშ-ში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა დაახლოებით 68% კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის სავალდებულოდ გახდომას მხარს უჭერს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „The Hill“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გამოკითხვა 28-29 ივლისს ჩატარდა, სადაც მონაწილეობა 948 დარეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო.

ამავე დროს, თეთრი სახლის სპიკერის მოადგილის კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია ამ დროისთვის არ განიხილავს სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები