მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს.

„შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი, ხეობიდან ამოიყვანა და საკაცით, დაახლოებით 5 კილომეტრის მანძილის გავლის შემდეგ, საავტომობილო გზამდე ჩაიყვანა, საიდანაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

დაშავებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები