ჯანმო: კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ვირუსის თავდაპირველ შტამზე უფრო მომაკვდინებელი არ არის

კორონავირუსზე რეაგირების ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი არ არის, ვიდრე ვირუსის თავდაპირველი შტამი.

მარია ვან კერხოვეს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ ვარიანტი შეიძლება უფრო გადამდები იყოს, ეს სულაც არ ნიშნავს სიკვდილიანობის უფრო მეტ რისკს.

„ჯანმოს მიერ ამჟამად დამტკიცებული ვაქცინები მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფენ მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციისგან. ჩვენ ვებრძვით ერთსა და იმავე ვირუსს, მაგრამ ვირუსს, რომელიც უფრო მორგებული გახდა“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები