ტოკიოს ოლიმპიადაზე კორონავირუსის 220 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში, ტოკიოში, სადაც ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს, კორონავირუსი კიდევ 27 ადამიანს დაუდგინდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ოლიმპიურ სოფელში ჯანში 220 კოვიდინფიცირებულია.

ბოლო გამოვლენილი შემთხვევებიდან, 3 ოლიმპიადაზე მოასპარეზე სპორტსმენია. ყველა ინფიცირებული კარანტინშია გადაყვანილი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ოლიმპიადა ერთი წლის დაგვიანებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები