მიხეილ სარჯველაძე – რა დავაშავეთ ისეთი, რის გამოც შეიძლება, სანქციები გვემუქრებოდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რამაც შეიძლება სანქციები გამოიწვიოს.
„ჩემთვის ეს გაუგებარია. რა დავაშავეთ ისეთი, რის გამოც შეიძლება, სანქციები გვემუქრებოდეს. რამდენიმე თვის განმავლობაში, ოპოზიციაში ეს აზრი მუსირებს და არ მესმის, რა შეიძლება იყოს ისეთი ქმედება, რასაც შეიძლება, სანქცია უკავშირდებოდეს. სანქცია მაშინ წესდება, როცა სამართალდარღვევა ხდება ან ადგილი აქვს პოლიტიკურ გადაცდომას, რაც შეიძლება უარყოფითად აისახებოდეს ქვეყანაში დემოკრატიულ მდგომარეობაზე. როცა „ქართული ოცნება“ შეთანხმებიდან გავიდა, ეს არ არის პოლიტიკური შეცდომა. არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება სანქციები გამოიწვიოს, სახეზე არ არის”, – აცხადებს სარჯველაძე.