ირაკლი კობახიძე: შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინასაპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი

“დღევანდელი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამე საარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.

„დღევანდელი შიდა კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი. არ ვგულისხმობ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც კიდევ უფრო მეტი შედეგი გვქონდა. დღევანდელი მოცემულობაა, რომ შეგვიძლია ამ შედეგის გამეორება და გაუმჯობესება, თუმცა, წინაა ორი თვე და საარჩევნო კამპანია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული კამპანიაზე და, რაც მთავარია, ბევრი რამ იქნება საზოგადოებაზე დამოკიდებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები