ირაკლი კობახიძე: წარმოდგენილი მერობის კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში

 

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილი მერობის კანდიდატები თითოეულ მუნიციპალიტეტში სათანადო მენეჯმენტსა და მართვას უზრუნველყოფენ.

​„რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმი არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რითაც ჩვენ ვიხელმძღვანელეთ. ჩვენთვის პრიორიტეტია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ადგილობრივი თვითმმართველობა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ინსტიტუცია. ამას ყველა კვლევა ადასტურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეს ინსტიტუტი და ხელი შევუწყოთ 63-ვე მუნიციპალიტეტის განვითარებას. თქვენ წინაშე წარმოდგენილი კანდიდატები უზრუნველყოფენ სათანადო მენეჯმენტსა და მართვას თითოეულ მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ცნობილია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები