ირაკლი კობახიძე – გახარიასთან კოალიციურ პარტნიორობაზე: თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა
შესაძლებელია თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან გიორგი გახარიასთან კოალიციური პარტნიორობის ჩამოყალიბება – ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა.
„ნაცმოძრაობასთან“ პოტენციური კოალიციური პარტნიორობა აბსოლუტურად გამორიცხულია. დარწმუნებულები ვართ, რომ ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რომელიც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალში არ აღმოიფხვრება. რაც შეეხება გახარიას, პოლიტიკაში არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ რიგდება მოღალატესთან. ასე რომ, ეს გამორიცხულია. თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს – ვერა“, – განაცხადა კობახიძემ.