საქართველოს საგარეო უწყება თურქეთის მთავრობას ხანძრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას ხანძრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის წერილს საგარეო უწყება “ტვიტერში“ ავრცელებს.
„ჩვენი ღრმა სამძიმარი თურქეთის ხალხსა და მთავრობას თურქეთის სამხრეთ ნაწილში გამანადგურებელი ხანძრის შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ჩვენ ფიქრითა და ლოცვით თქვენთან ვართ ამ მწუხარების დროს“, – წერია სამძიმრის წერილში.