ლავროვის უწყება აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საზღვარზე ვითარებას გაამწვავებს
ოფიციალური მოსკოვი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საზღვარზე ვითარების გაუარესებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ლავროვის უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო.
„სერიოზულად შეშფოთებულნი ვართ აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე ბოლოდროინდელი შეიარაღებული ინციდენტების გამო, რამაც ადამიანური მსხვერპლი გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ოფიციალური მოსკოვი აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საზღვარზე ვითარებას გაამწვავებს.