თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავიდან აზერბაიჯანელი ბლოგერი გადახტა

აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების საქმეზე „ქრონიკისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჰუსეინ ბაკიხანოვი, რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვდა, სასტუმრო „სტამბის“ სახურავიდან გადახტა.

სასტუმროს ადვოკატმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„იმ წამსვე შევატყობინეთ 112-ს. დაწყებულია გამოძიება. ყველა პირი, რომელსაც მასთან შეხება ჰქონდა, გამოკითხულია. თუ რაიმე მტკიცებულება, მათ შორის, ჩანაწერები იყო, მიწოდებულია გამოძიებისთვის“, – აცხადებს ადვოკატი კახა წერეთელი.

სახურავიდან გადახტომის შემდეგ, ჰუსეინ ბაკიხანოვი გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები