ვახტანგ ჭარაია: პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართული პროდუქციის ექსპორტსაც

„ზედიზედ მესამე თვეა საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა რიცხვს არ ჩამოსცილებია”,- ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2021 წლის აპრილში, მაისში და ივნისში შესაბამისად 44.8, შემდეგ 25.8 და ბოლოს 18.7 პროცენტი დაფიქსირდა და მიუხედავად პირველი კვარტლის -4.5 პროცენტიანი ვარდნისა, წლის პირველი ორი კვარტლის საშუალო 12.7%-ს დაფიქსირდა.

“პოზიტიური დინამიკაა წარმოების ფაქტობრივად ყველა მიმართულებით და რაც საინტერესოა დამაჯერებლად უჭირავს თავი ქართლი პროდუქციის ექსპორტსაც. ჩვენს მთავარ გამოწვევად კვლავ კოვიდ-19 რჩება, რომელმაც წლის ბოლომდე შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგვაზიანოს თუ მის მიმართ შესაბამის სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ. დღეს ეკონომიკის წარმატება, ისევე როგორც შარშანაც, ჯანდაცვის ფრონტზე წყდება – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები